ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი სამომავლოდ კვლავ ამბულატორიულ დონეზე გაგრძელდეს
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი სამომავლოდ კვლავ ამბულატორიულ დონეზე გაგრძელდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მომავალში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციის პროცესი კვლავ ამბულატორიულ დონეზე განხორციელდეს.

„ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, გრძნობს პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში და ის გადაწყვეტილება, რომ დღესდღეობით ვაქცინაციის პროცესი გადავიტანეთ მრავალპროფილურ დაწესებულებებში, არ გამორიცხავს იმას, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ განხორციელდეს ამბულატორიულ დონეზე, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდანაც სწორედ რეკომენდირებულია, რომ ამბულატორიულ დონეზე მოხდეს ვაქცინაცია, არ გამოვრიცავთ, რომ კვალვ გაგრძელდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.