ვაქცინის მესამე დოზით აცრის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე კვირას იმსჯელებს
ვაქცინის მესამე დოზით აცრის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე კვირას იმსჯელებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ ანუ მესამე დოზით აცრის საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და ცვლილება საქართველოს პროტოკოლშიც შევა.

„მესამე ე.წ. ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე. ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. მასობრივად მესამე დოზების გამოყენების შესახებ ჯერ მსჯელობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც კახეთში ვაქცინაციის საკითხზე ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს, ასევე პედაგოგებს ხვდება.