ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალი კახეთშიც მოეწყობა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალი კახეთშიც მოეწყობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალი კახეთშიც მოეწყობა.

მინისტრის განცხადებით, თბილისსა და აჭარის გარდა, კორონავირუსის გავრცელების აღმავალი ტალღა მოსალოდნელია სხვა რეგიონებშიც. ეპიდვითარებაზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად შეძლებს კახეთში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რომელიც ეპიდკვლევიდან გამომდინარე არის მოსალოდნელი. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კახეთშიც განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას“, –  განაცხადა მინისტრმა.