ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. მინისტრი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთიდან შემოსული ტურისტების მიერ „პისიარ“ ტესტებსა და აცრებთან დაკავშირებით დოკუმენტების შესაძლო გაყალბებაზე.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, ფაქტების შესწავლით სხვა უწყებები არიან დაკავებული.
„გაყალბებულ დოკუმენტაციასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. ამით დაკავებული არიან სხვა უწყებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირებაში და შესაბამისად, მათ მხარეს არის რეაგირების კომპონენტი. ისინი აკეთებენ რეაგირებას. არის ერთეული შემთხვევები“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.