ეკატერინე დგებუაძე - USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულს
ეკატერინე დგებუაძე - USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულს

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

დგებუაძემ მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბაზისო განათლების შესახებ პროექტი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.

„ეს არის საბაზისო განათლების შესახებ პროექტი, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს. ეს პროექტი შეიქმნა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამაში ასახული იყო ყველა ის მიზანი, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარდეს. პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვიცავთ საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს. მიზანია არის, რომ სწორედ წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ამ პროცესში ჩართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათი როლი იზრდება. ვცდილობთ, ახალმა თაობამ შესაბამისი განათლება მიიღოს უნივერსიტეტებში იმ თანამედროვე მეთოდოლოგიის გაძლიერებით, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.