მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა საუკეთესო პედაგოგები გამოავლინა
მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა საუკეთესო პედაგოგები გამოავლინა

მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა საუკეთესო პედაგოგები გამოავლინა.

USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდნენ თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის საუკეთესო მასწავლებლები.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: სევდა მუზაშვილი, თახმინა მურადოვა, მაია მოსეშვილი, რუბენ ანესიანი, ლედი ელიაშვილი, თეა გოგაძე, ქეთევან მიქაძე, მარეხი ბასილაძე, ტატიანა ცერცვაძე, ინგა ხალიბეგაშვილი, გულნარა თაბაგარი, ელზა რაისიანი, სუსანა მანასიანი, ლიანა კენჭოშვილი, ნინო ყურმავილი, ცისანა შერგილაშვილი, სილვია ბერუჯანიანი.

კონკურსი, რომელიც წელს პირველად გაიმართა, მიმართულია საქართველოს რეგიონებში დაწყებითი განათლების მშობლიური ენისა და მათემატიკის წარმატებული, მოტივირებული და შემოქმედებითი მასწავლებლების წარმოჩენაზე.

„დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვაღიაროთ ის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, რომლებიც ძალიან დიდ შრომას ეწევიან თავის საკლასო ოთახებში. ძალიან დიდი მადლობა მათ აქ ყოფნისთვის და იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, – განაცხადა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნენსი პარქსმა.

ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა. მან პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული პედაგოგები.