ეკა ბესელია - კანაფის წარმოება-კულტივაციის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში არ იგეგმება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვერ აკონკრეტებს, მთავრობა კანაფის წარმოება-კულტივაციის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს უკან რატომ არ იწვევს.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განწყობების გამო, რაც საზოგადოების ნაწილსა და მის უწმინდესობას ჰქონდა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცვლილებების განხილვა შეჩერდა.
„დღის წესრიგში ამ პროექტის განხილვის საკითხი არ დგას. მისი უწმინდესობისა და საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას ვადასტურებ, ვისაც პროექტზე რეაქცია ჰქონდა. საკითხის განხილვას არ დავბრუნებივართ. გაწვევის პრეროგატივა მთავრობას აქვს, ჩვენ მხოლოდ შეჩერების უფლება გვაქვს და შევაჩერეთ კიდეც. მისი განხილვა არ იგეგმება”, – დასძინა ბესელიამ.