ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს
ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მინდა, ჩვენი რომელიმე ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის, მისი ძალადობრივი სისტემის მობრუნებას 2020 წელს, არ მინდა, იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ შანსი, მოტრიალდეს და ძალაუფლება ისევ აიღოს ხელში. ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას. „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც შვიდი წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი და ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.