„ეიპემ ტერმინალს ფოთმა" მიწახაპია გემის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა
„ეიპემ ტერმინალს ფოთმა" მიწახაპია გემის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

,,ეიპემ ტერმინალს ფოთსა“ და კონტრაქტორ კომპანიას შორის მიწახაპია გემ GLANFORD-ის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნავსადგური ავრცელებს.

კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიწახაპია გემის დაქირავებით, საზღვაო აკვატორიიდან დამატებით 300 კუბური მეტრი ქვიშის ამოღება გახდება შესაძლებელი.
ამის გამო კი ზამთრის პერიოდში გემები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უსაფრთხოდ შეძლებენ ფოთის პორტში გადაადგილებას.

,,არსებული გეგმის ამოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შემოსასვლელ არხში სიღრმის შენარჩუნება და გემების გაუმჯობესებული, ხელსაყრელი გრაფიკით უზრუნველყოფა, რაც ფოთის პორტის საშუალებით საქართველოს ეკონომიკისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს,“- აცხადებენ ,,ეიპემ ტერმინალს ფოთში.“
GLANFORD-ი უკვე ფოთის პორტშია და სამუშაოების შესრულება დაიწყო.