ეგვიპტის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
წინასწარი ცნობით, აფეთქების ადგილთან ახლოს იდგა ტურისტული ავტობუსი. შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გიზაში, პირამიდების სიახლოვეს მდებარე ეროვნულ მუზეუმთან მოხდა.
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, დაშავებულები სამხრეთ აფრიკელი ტურისტები არიან.