ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებისას სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებისას სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთში აფეთქებისას ათობით ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 54 ადამიანი.

შემთხვევა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 150-მდე ადამიანი.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა.

ეგვიპტის პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.