კაიროს გიზის რაიონში ტურისტების დაღუპვის მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება გახდა
კაიროს გიზის რაიონში ტურისტების დაღუპვის მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება გახდა

კაიროს გიზის რაიონში ვიეტნამელი ტურისტების დაღუპვის მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება გახდა – ინფორმაციას ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ქუჩაზე კედელში იყო დამონტაჟებული და ტურისტების ავტობუსის გავლისას ამოქმედდა. ინციდენტს ეგვიპტის პოლიცია იძიებს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

გიზაში აფეთქებისას ორი ვიეტნამელი ტურისტი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ავტობუსის მძღოლი და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი. ეგვიპტის ხელისუფლება ისლამისტ ამბოხებულებს სინას ნახევარკუნძულზე ებრძვის.