ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან აფეთქების დროს ორი ტურისტი დაიღუპა და 12 დაშავდა
ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან აფეთქების დროს ორი ტურისტი დაიღუპა და 12 დაშავდა

ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან ახლოს აფეთქების შედეგად ორი ვიეტნამელი ტურისტი დაიღუპა და 12 დაშავდა. ისინი ტურისტული ავტობუსით გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას BBC ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულთა შორის არის ორი ეგვიპტელი, მათ შორის არის ავტობუსის მძღოლი.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.