ეგვიპტეში აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეგვიპტის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ვიეტნამელი ტურისტი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა.
ავტობუსში 14 ვიეტნამელი ტურისტი, ასევე ექსკურსიის ხელმღვანელი და მძღოლი იმყოფებოდნენ. ტურისტები გიზის პირამიდების მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ, როდესაც კაიროს გიზის რაიონში ერთ-ერთ ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
ეგვიპტური მედია, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვით ამოქმედდა.