ეგვიპტეში აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ეგვიპტეში აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ეგვიპტის დედაქალაქში ტურისტულ ავტობუსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა მადბულის განცხადებით, აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, ეგვიპტის მოქალაქე საავადმყოფოში დაიღუპა, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოში გიდად მუშაობდა.

ეგვიპტის მთავრობის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ დაშავებულთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვიეტნამელი ტურისტების ავტობუსმა ტურისტებისთვის განკუთვნილი უსაფრთხო მარშრუტით არ ისარგებლა და სხვა გზით წავიდა, რაზეც პოლიცია გაფრთხილებული არ იყო.

ვიეტნამელი ტურისტების ავტობუსის მახლობლად აფეთქება კაიროს გიზის რაიონში მოხდა. ინციდენტის შედეგად ასევე დაიღუპა ორი ვიეტნამელი ტურისტი, ათი კი დაშავდა.