ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
საპროტესტო აქციაზე გამოყენების მიზნით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულ გიორგი წიქარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
წინასასამართლო სხდომა 13 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.