ე.წ. გლდანის ხიდებზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებზე რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
როგორც თვითმხილველებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ავტოავარიის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხიდებზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.