ე.წ. გლდანის ხიდებზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

10:14, 31.07.2019

თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებზე რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

როგორც თვითმხილველებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ავტოავარიის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხიდებზე მოძრაობა პარალიზებული იყო.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი