ე.წ. ციანიდის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა
ე.წ. ციანიდის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო პროცესზე დღეს მხარეები რეპლიკებს იტყვიან, რის შემდეგაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
დაცვის მხარის განცხადებით, დეკანოზი კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს და საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრებს.
ამის შემდეგ კოლეგია სათათბიროდ გავა. მიიღებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებას დღესვე, ჯერჯ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ, შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებისთვის, მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.