რუსთავში, 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ადვოკატი ირემაძისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში რჩება.
რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.