რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალის წარდგენა სავარაუდოდ დღეს უნდა მოხდეს
რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალის წარდგენა სავარაუდოდ დღეს უნდა მოხდეს

რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულთა შორის არის ორი პოლიციელი.

დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში მოხდება.

შსს ს ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

რუსთავში დავით მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი გეთაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. მისივე თქმით, გეთაშვილი ერთ-ერთია, ვინც გარდაცვლილი ბოლოს ნახა.