ძმები ბოლების დაპირისპირება ლამელოს გამარჯვებით დასრულდა – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), 9 იანვარს, 10 თამაში გაიმართა.
ნიუ ორლეანსში ძმები ბოლების დაპირისპირება შედგა, რომელიც NBA-ს ახალწვეულის გამარჯვებით დასრულდა. ლამელო ბოლმა ლიგაში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა და სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მან 12 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. „შარლოტის“ საუკეთესო მექულე გორდონ ჰეივორდი იყო, რომელსაც არასრულ 38 წუთში, 26 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. „პელიკანსის“ რიგებში კი საუკეთესო ზაიონ უილიამსონი იყო, რომელმაც 26 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
დაძაბული ბრძოლა წარიმართა „ფენიქსსა“ და „დეტროიტს“ შორის, სადაც ყველასათვის მოულოდნელად, მაშინ როცა „სანსი“ 23 ქულის სხვაობით იგებდა, „პისტონსმა“ თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და ოვერტაიმში გადაიყვანა. საბოლოო ჯამში, დუეინ კეისის გუნდმა 110:105 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ჯერემი გრანტი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, მას 31 ქულა, 10 მოხსნა და 2 გადაცემა ჰქონდა. ასევე ორმაგი დუბლები გაიფორმეს ბლეიკ გრიფინმა და დეანდრე ეიტონმაც. გრიფინს 16 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დაუგროვდა, ხოლო „ფენიქსის“ ახალგაზრდა ცენტრის მონაგარი 14 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი იყო.
ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:
დეტროიტი-ფენიქსი 110:105
https://www.youtube.com/watch?v=9J451EPDipY
ბოსტონი-ვაშინგტონი 116:107
https://www.youtube.com/watch?v=jCa3VXQRCaY
ნიუ ორლეანსი-შარლოტი 110:118
https://www.youtube.com/watch?v=bJQfn3pD5f0
ნიუ იორკი-ოკლაჰომა 89:101
https://www.youtube.com/watch?v=pus3EwSY1Fo
ჰიუსტონი-ორლანდო 132:90
https://www.youtube.com/watch?v=tmIIh5U_PTg
მემფისი-ბრუკლინი 115:110
https://www.youtube.com/watch?v=D0JTga4H-Yg
მილუოკი-იუტა 118:131
https://www.youtube.com/watch?v=2XUJ6J1MXfI
გოლდენ სტეიტი-კლიპერსი 115:105
https://www.youtube.com/watch?v=M0nU0L_KtNg
ლეიკერსი-ჩიკაგო 117-115
https://www.youtube.com/watch?v=YSSoJBe_CO8
საკრამენტო-ტორონტო 123-144
https://www.youtube.com/watch?v=SYIXULuHETw