ძლიერი წვიმის გამო, სურამსა და ოსიაურში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო, სურამსა და ოსიაურში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, სურამსა და ოსიაურში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა. როგორც პირველ არხს  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა განუცხადა, სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და სურამში წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა.

მისი თქმით, ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მუშაობს და ეზოებიდან წყალს ტუმბავს.

„ახლა სურამში ვიმყოფები. ძლიერი წვიმის გამო, ზედაპირული წყლები ეზოებში შევიდა. სახლების დატბორვაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მიგვიღია. ხაშურში საკანალიზაციო და სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა, რამაც ოსიაურშიც გამოიწვია წყლის გადინება. სახანძრო მანქანები ახლა სურამში მუშაობენ“ – განაცხადა ხაშურის მერმა.