ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა
ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაუდასტურა.
ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.