ძლიერი ხანძრის გამო კალიფორნიაში მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
ძლიერი ხანძრის გამო კალიფორნიის რამდენიმე რეგიონიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო, მათ შორის არის სანტა ბარბარაც.
როგორც მეტეოროლოგები იტყობინებიან, ძლიერი ქარის გამო სტიქიის შეჩერება შეუძლებელია. მათი ცნობით, ხანძარი, რომელსაც სახელად ტომასი უწოდეს, წყნარი ოკეანის სანაპიროს მიუახლოვდა. სტიქიამ უკვე გაანადგურა 1000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია. ცეცხლი 4 დეკემბერს გაჩნდა და მას შემდეგ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
განადგურებული ან დაზიანებულია 1000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. მათ შორის, 750 საცხოვრებელი სახლი.
ცეცხლის ჩაქრობას ამჟამად 8000 მეხანძრე ცდილობს. მობილიზებულია ავიაციაც.