აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ფინალში იჭიდავებს – ქართველმა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სამხრეთკორეელ კიმს დაუპირისპირდება.
დღეს გამომსვლელმა მეორე მძიმეწონოსანმა, საბა ინანეიშვილმა ჩეხ კრპალეკთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და ტურნირი ნაადრევად დაასრულა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
24 მაისს მსოფლიო პირველობაზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.