მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ფინალურ ბლოკში ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედლისთვის გერმანიის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამარჯვებები გურამ თუშიშვილმა (+90 კგ), ნინო ლოლაძემ (57 კგ), გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) და ლუკა ბაბუციძემ (90 კგ) მოიპოვეს.

გუნდური მსოფლიო პირველობის ფინალში იაპონია საფრანგეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.