მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

14:01, 24.05.2024

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება იმართება.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთის ან იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში იაპონია უზბეკეთს დაუპირისპირდება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი