მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება იმართება.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთის ან იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში იაპონია უზბეკეთს დაუპირისპირდება.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
![](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2024/05/1716544787-ziudo-msoflio.jpg)
![](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2024/05/1716544825-tushishvili.jpg)