მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

15:46, 24.05.2024

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრი იმართება.

ტურნირზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთის ძლიერ გუნდთან 2:4 დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლების მოპოვებას სამხრეთ კორეის ნაკრებთან შეეცდება.

გუნდური მსოფლიო პირველობის მეორე ნახევარფინალში იაპონიამ უზბეკეთი დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი