საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი თათია ლორთქიფანიძე ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელია. თათია საპრიზო სამეულში „ბ“ ჯგუფიდან შევიდა და მან ბრინჯაოს მედალი ატაცში დაისაკუთრა.
ქართველმა გოგონამ ამავდროულად საქართველოს 9 რეკორდი მოხსნა, ორჭიდში კი მე-4 ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ადგილამდე კი თათია ლორთქიფანიძეს მხოლოდ ერთი კილოგრამი დააკლდა.
ატაცი – 85,90,93.
აკვრა – 113, 118, 121.
ორჭიდი – 214.