ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ძალოსნობის ტურნირზე მთავარ ექიმად დაინიშნა #1TVSPORT
ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ძალოსნობის ტურნირზე მთავარ ექიმად დაინიშნა #1TVSPORT

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძალოსნობის ტურნირზე მთავარ ექიმად დაინიშნა.

„ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მილოცვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ტექნიკურ ოფიციალურ პირად (ITO) დანიშვნასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, მოჰამედ ჯალუდიმ პირადად ზურაბ კახაბრიშვილს გამოუგზავნა.

ქართული სპორტის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ექიმი საერთაშორისო ფედერაციის მესვეურთა მხრიდან წარდგენილია, როგორც კონკრეტული სპორტის სახეობის ტექნიკური ოფიციალური პირი.