ძალოსნობის მსოფლიო თასი | შოთა მიშველიძემ სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა შეასრულა #1TVSPORT
ძალოსნობის მსოფლიო თასი | შოთა მიშველიძემ სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა შეასრულა #1TVSPORT

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე წარსდგა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130 კგ. დაძლია და მერვე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 152 კგ-ით მისი შედეგი მე-14 ადგილია, შოთა მიშველიძემ ორჭიდში 282 კგ-ით მე-12 ადგილი დააფიქსირა.

შოთა მიშველიძემ მსოფლიო თასზე სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა და ახლა უკვე ლიცენზიის მიღების ოფიციალურ დასტურს ელოდება.