ძალოსნობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ასანიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

მექსიკაში მიმდინარე 20-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ იასპარეზეს.

ატაცში ასანიძე მეოთხე ადგილზე გავიდა (145/149 კგ). საბამ აკვრაში 180 და 184 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში 333 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა საქართველოს იუნიორთა რეკორდი აკვრაში – ერთი, ორჭიდში კი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 135/140/144 კილოგრამის ძლევით მე-10 ადგილი დაიკავა.  აკვრაში დაძლეული 170/177 კილოგრამით – მეცხრე, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 321 კილოგრამით მერვე ადგილი დაიკავა.