შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დუშეთში 1984 წელს დაბადებული რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.