დუშეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
დუშეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დუშეთში 1984 წელს დაბადებული რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.