დუდუ დადიანის ფინალში ერთმანეთს „ამრა“ და ვიქტორ სანიკიძის აკადემია დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება აკადემიელებს დარჩათ – 82:71.
ვსა ახალი შექმნილია, ჯერ „ა“ ლიგაში იბრძოდა, 2024 წელს სუპერლიგის საგზური მოიპოვა. უმაღლესი ლიგის დაწყებამდე კი ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ფინალურ მატჩშიც გამორჩეული იყო „ამრას“ გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ვსა-ს გამარჯვება კი მნიშვნელოვნად განაპირობა ჯერმეინ ჰედის შედეგიანმა თამაშმა. მან 31 ქულა მოაგროვა.