საკალათბურთო კლუბი „კავკასია“ „ა“ ლიგაში რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ სუპერლიგაში 2022 წელს დაწინაურდა. ამავე წლის 19 ოქტომბერს კი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა – დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო.
ფინალში კავკასიელების მეტოქე სუპერლიგის დიდი ხნის ბინადარი თსუ იყო, რომელიც ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა „კავკასიამ“ 66:54 დაამარცხა.
მატჩის ბომბარდირი გამარჯვებულთა ახალწვეული კრის მაკინლი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. თსუ-ში კი ბექა ბექაური გამოირჩა – 24 ქულა.
თსუ-კავკასია 54:66
12:13, 15:16, 11:16, 16:21
თსუ: ედვარდსი (21ქ, 18მ), კაპანაძე (2ქ), ცინცაძე (1ქ, 6პ), დარბაიძე (2ქ, 9მ), გოგოძე (4ქ), ბექაური (24ქ, 8მ), ბოუენი, ეგორაშვილი, მესხი, ხვედელიძე, მამლიკიძე.
კავკასია: ქვარცხავა (3ქ), მაკნილი (27ქ), ფორესტი (15ქ, 7მ), ლონდარიძე (7ქ), ელისი (5ქ, 9მ), ჯაიანი (4ქ), გოგიჩაიშვილი (5ქ), ლუაშვილი, ბასილაშვილი, გოგოხია, ბართია.