დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი პირველ ოქტომბერს დაიწყება #1TVSPORT
დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი პირველ ოქტომბერს დაიწყება #1TVSPORT

2022-2023 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 1 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში აიღებს და მასში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, საიდანაც 10 სუპერლიგის იქნება, ერთი „ა“ ლიგის და ერთი წარმომადგენელი სტუდენტურ ლიგას ეყოლება.

წილისყრის შედეგად დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები 4 ჯგუფში განაწილდნენ, სადაც ერთ წრედ ითამაშებენ და ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ. A ჯგუფის გამარჯვებული C-ს პირველადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფიდან გასული D-ს საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 1, 2 და 3 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 5 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 7 ოქტომბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

www.gbf.ge