ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნების გამოკითხვას განაგრძობს. დაგეგმილია სამი არასრულწლოვნის გამოკითხვა.
გუშინ კომისიის წევრებმა ასევე სამი არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოკითხვა ჯამში, დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა.
დეპუტატების განცხადებით, კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული.
ამასთან, 31 ივლისს, სამშაბათს დაგეგმილია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორი მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვა.
რამდენიმე დღის წინ, კომისიის წევრებმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმად, საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაზეც ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს და რეაგირებას ელოდებიან.