დროებით საგამოძიებო კომის​იაზე გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძეს უსმენენ
დროებით საგამოძიებო კომის​იაზე გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძეს უსმენენ

თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომის​იის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარ პროკურორის  ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.

დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოკითხვაც.

სხდომის დღის წესრიგში დღეს სულ ორი საკითხია. პირველი საკითხი ზემოაღნიშნული პირების ახსნა-განმარტებების მოსმენა, ხოლო მეორე – კომისიის საორგანიზაციო საკითხებია.