დონეცკში ყუმბარის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
დონეცკში ყუმბარის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკში ყუმბარის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კიროვის რაიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა უწყებაში კი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.