დონბასში უვადო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა ზავს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დროს მიაღწიეს. ჯგუფის წევრები დღეს მინსკში შეხვდნენ.
„სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა დღეს შეათანხმა და დაადასტურა განცხადება, იმის შესახებ, რომ მზადაა შეასრულოს პირობა, რომლის მიხედვითაც 21 ივლისის ღამის 00:00 საათიდან ცეცხლი უვადოდ შეწყდება“,- განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ საიდიკმა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ბოლო პერიოდში ფიქსირდებოდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის არერთი ფაქტი.
მინსკში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ სტანიცა ლუგანსკის ხიდის რემონტსა და ექსპლუატაციაზე.
მოლაპარაკებების დროს უკრაინის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უვადო შეთანხმება მიღწეულია.