დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაცია გამოჩნდა. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალურმა დანაყოფმა მზადყოფნის დაუგეგმავი შემოწმება გაიარა.
„გაერთიანებული ძალები აქტიურად ამზადებს ყველა ძალას და საშუალებას, მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. საავიაციო დანაყოფში შემოწმება მოულოდნელად ჩატარდა“, – ნათქვამია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაში.
საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება „ანტი-ტერორისტული ოპერაციის“ ჩატარებას არ გამორიცხავს.