სეპარატისტული ძალების მიერ კონტროლირებადი დონეცკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე იერიში 32-ჯერ მიიტანეს.
დონბასის ტერიტორიებზე მოქმედმა სეპარატისტულმა სამხედრო შენაერთებმა ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. სააღდგომო ზავი დაარღვიეს. იერიშს ერთი უკრაინელი ჯარისკაცის სისცოცხლე ემსხვერპლა, სამი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეპარატისტულმა ძალებმა უკრაინის ჯარს ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის ტერიტორიაზეც. ისინი ძირითადად ავტომატურ ყუმბარმტყორცნებს იყენებდნენ.