აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრანპი ყირიმის დაკარგვაში თავის წინამორბედ ბარაკ ობამას ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ყირიმი პრეზიდენტმა ობამამ დაკარგა. ეს მოხდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე მე მოვიდოდი აქ. ეს მისი ბრალია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, რადგან ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემდა ბარაკ ობამას.
“პრეზიდენტმა ობამამ დაკარგა ყირიმი იმიტომ, რომ პრეზიდენტი პუტინი პატივს არ სცემდა პრეზიდენტ ობამას, პატივს არ სცმედა ჩვენს ქვეყანას და უკრაინას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტმა ობამამ არ ისურვა სირიაში „წითელი ხაზის“ გადაკვეთა და სამხედრო ძალის გამოყენება.
„მე გადავკვეთე „წითელი ხაზი“ 59 რაკეტის გასროლით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ მიმდინარე ზაფხულს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.