ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი The Wall Street Journal-ს აკრიტიკებს.
ამერიკის პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს, რომ გამოცემამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მისამართით ნათქვამი მისი ფრაზა დაამახინჯა.
„The Wall Street Journal ამტკიცებდა, თითქოს ეს მე ვთქვი – მე კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ „კარგი ურთიერთობა მექნებოდა კიმ ჩენ ინთან. დიდი სხვაობაა“, – წერს პრეზიდენტი.