დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შემეძლო პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონოდა
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შემეძლო პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონოდა

„ვფიქრობ, შემეძლო პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონოდა“, – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერი მანამდე ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებს შეხვდა, რომლებიც მოსკოვის მხრიდან შესაძლო აგრესიაზე მიუთითებდნენ.

„რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება კარგია. ვფიქრობ, შეიძლებოდა რუსეთთან და მის პრეზიდენტთან კარგი დამოკიდებულება მქონოდა. და ეს იქნებოდა კარგი. თუმცა დიდი ალბათობით, ასე არ გამოვა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ მასზე მასზე მკაცრი დამოკიდებულება არავის აქვს.

„ჩვენ ახლა ენერგოდამოუკიდებლები ვართ. ჩვენ ენერგია ექსპორტზე გაგვაქვს. ეს რუსეთისთვის პოზიტიური ცვლილება არ არის. ჩვენი სამხედრო ძალა მატულობს და ხდება ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არც ეს არის დიდად სასიამოვნო რუსეთისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.