დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლას არ გამორიცხავს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თუ აშშ-ის მიმართ დამოკიდებულებას არ გააუმჯობესებს, დონალდ ტრამპი ორგანიზაციიდან გამოსვლის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ს ცუდად ექცეოდა. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მსო-სთან გაფორმებული შეთანხმება ყველაზე ცუდი სავაჭრო ხელშეკრულებაა, რომელსაც აშშ-მა ხელი მოაწერა.