დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლას არ გამორიცხავს

10:10, 31.08.2018

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თუ აშშ-ის მიმართ დამოკიდებულებას არ გააუმჯობესებს, დონალდ ტრამპი ორგანიზაციიდან გამოსვლის საკითხს არ გამორიცხავს.  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით,  ორგანიზაცია მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ს ცუდად ექცეოდა. დონალდ ტრამპი  აღნიშნავს, რომ მსო-სთან გაფორმებული შეთანხმება ყველაზე ცუდი სავაჭრო ხელშეკრულებაა, რომელსაც აშშ-მა ხელი მოაწერა.

მსგავსი